საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობა იტალიის უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლუისის გვიდო კარლის უნივერსიტეტს (Luiss Guido Carli University) შორის ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული თანამშრომლობით საფუძველი ჩაეყარა სტუდენტთა მობილობის (Twinning Program) პროგრამის ამოქმედებას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შეუძლიათ მობილობის საფუძველზე ბაკალავრის ხარისხის მოპოვება ეკონომიკის მიმართულებით. საბაკალავრო პროგრამა მოიცავს ოთხ სასწავლო წელს: პირველ სასწავლო წელს სტუდენტი დაფარავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ისწავლის ლუისის უნივერსიტეტში, სწავლების მეოთხე წელს კი სწავლას დაასრულებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილე სტუდენტები ლუისში სწავლის 2 წლის განმავლობაში სწავლის საფასურს გადაიხდიან ლუისის უნივერსიტეტის სწავლის საფასურის შესაბამისად. მიმდინარე სასწავლო წლის მონაცემებით, სწავლის წლიური საფასური შეადგენს 11300 ევროს. უნდა აღინიშნოს, რომ იტალიაში სწავლის პირველ წელს სტუდენტები ისარგებლებენ 33%-იანი ფასდაკლებით, ხოლო მეორე წელს, სრულად გადაიხდიან შესაბამის წლიურ საფასურს.

მობილობის პირობების, რეგულაციებისა და სწავლის საფასურის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაწერილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლუისის უნივერსიტეტს შორის გაფორმრებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. აღნიშნული სასწავლო პროგრამის ამოქმედება იგეგმება 2023 წლის შემოდგომის სემესტრიდან.

 

თარიღი: 08/06/2023